ფეხბურთი

17:16 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანი ერედივიზიონის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-17 ტურში „ექსელსიორმა“ „ზვოლე“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ირაკლი იეგოიანმა გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ამ ყველაფერთან ის ერედივიზიონის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. msn-ი ქართველის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა.

"იეგოიანი ამ სეზონში „ექსელსიორის“ ნახევარდაცვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. „ზვოლეს“ წინააღმდეგ, საქართველოში დაბადებულმა ფეხბურთელმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ბოლო წუთებში ანგარიში 2-1 გახდა. იეგოიანს მაღალი კლასი აქვს და ამ ყველაფერს მისი გატანილი გოლი ადასტურებს", - წერს გამოცემა.



21 წლის იეგოიანს ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ექსელსიორი“ 19 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 იანვარს, სტუმრად პსვ ეინდჰოვენს შეხვდება.

0.089052