„ბარსელონას“ ნიჭიერი მეკარე აარონ იაკობიშვილი „ანდორაში“ კარგ სეზონს ატარებს და კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, 19 წლის ფეხბურთელით იტალიური და გერმანული კლუბები არიან დაინტერესებული და აქტიურად აკვირდებიან. „ბარსელონა“ აპირებს, რომ ნიჭიერ მეკარეზე მომავლისთვის კონტროლი შეინარჩუნოს.
აარონ იაკობიშვილი ქართული წარმომავლობის მქონე მეკარეა, რომელიც უნგრეთში დაიბადა და ამავე ქვეყნის მოქალაქეა. მას უნგრეთის 17 და 18-წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები.
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში აარონ იაკობიშვილმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამჯერ კარის მშრალად შენახვაც შეძლო.






