„მილანმა“ ლონდონის „ვესტ ჰემთან“ ნიკლას ფიულკრუგის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
ფეხბურთელი დღეს საღამოს იტალიაში იქნება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერს.
32 წლის გერმანელი „მილანს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, რაც იტალიელებს 13-14 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
ნიკლას ფიულკრუგმა „ვესტ ჰემში“ 2024 წლიდან 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გერმანელ ფორვარდს კარიერის განმავლობაში „დორტმუნდში“, „ვერდერში“, „ჰანოვერში“, „ნიურნბერგსა“ და „ფიურტში“ უთამაშია.






