ფეხბურთი

20:20 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მატჩი ავსტრალიაში არ გაიმართება

სერია A-ს 24-ე ტურის მატჩი „მილანსა“ და „კომოს“ შორის ავსტრალიაში არ ჩატარდება. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და თამაშისთვის პერტს უნდა ემასპინძლა, მაგრამ გაირგება ჩაიშალა.

როგორც სერია A იტყობინება, ფინანსური რისკების გამო მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მატჩი ავსტრალიაში არ გაიმართება. ასე რომ მომხდარიყო, ეს იქნებოდა პირველი შემთხევა, როდესაც სერია A-ს მატჩი იტალიის საზღვრებს მიღმა ჩატარდებოდა.

მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიადის გამო 6-8 თებერვლისთვის „სან სიროს“ სტადიონი დაკავებულია, სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი „მილანი“ – „კომოს“ შეხვედრაც და ავსტრალიაში მისი ჩატარებით, სერია A არა მარტო ლოჯისტიკურ პრობლემას აგვარებდა, არამედ, ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იღებდა.

თუმცა, ფინანსურ პირობებზე შეუთანხმებლობის გამო „მილანი“ – „კომო“ ავსტრალიაში არ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096708