ფეხბურთი

22:52 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" შესაძლოა ინგლისელი ნახევარმცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვაში ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

იტალიელთა სიაში „ლიონის“ 23 წლის ინგლისელი საყრდენი ნახევარმცველი ტაილერ მორტონიც მოხვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. შესაძლო ტრანსფერის მეტი დეტალი უცნობია.

მორტონი გასულ ზაფხულს „ლიონს“ „ლივერპულიდან“ 10 მილიონ ევროდ შეუერთდა და „ლომების“ საკვანძო ფეხბურთელად იქცა - 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ტაილერ მორტონი „ლივერპულის“ აღზრდილია, იჯარით „ბლექბერნ როვერსსა“ და „ჰალ სიტიში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.162649