ფეხბურთი

22:18 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილას" საუკეთესო სერია საუკუნის განმავლობაში

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ყველა ტურნირზე 10-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, რაც კლუბის ისტორიაში ბოლო საუკუნის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.

უნაი ემერის გუნდმა 7 მატჩი პრემიერლიგაში მოიგო, ხოლო 3 ევროპა ლიგაზე. „ვილა პარკელებს“ ბოლოს მსგავსი სერია 111 წლის წინ, 1914 წელს ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ „ასტონ ვილამ“ სეზონი ცუდად დაიწყო, 5 ტურის შემდეგ 3 ქულით (3 ფრე, 2 წაგება) პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იყო, მაგრამ მას შემდეგ უშუალოდ ჩემპიონატში 12-დან 11 მატჩი მოიგო.

შედეგად, ემერის გუნდი 36 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. „ასტონ ვილა“ 27 დეკემბერს, „ჩელსის“ სტუმრად შეხვდება.

თეგებიასტონ ვილა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172324