ფეხბურთი

23:50 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმიდან" მწვრთნელი გაათავისუფლეს

გრაცის „შტურმის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ ზაუმელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიზეზი წარუმატებელი შედეგებია.

ზაუმელი „შტურმში“ 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობდა და გასულ სეზონში გუნდს ავსტრიის ჩემპიონატი მოაგებინა, მაგრამ მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი გრაცელებს ჩაუვარდათ: ავსტრიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე არიან ლიდერთან ოთხქულიანი ჩამორჩენით, ხოლო ევროპა ლიგაზე 6 ტურის შემდეგ 4 ქულით 29-ე ადგილს იკავებენ.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ გახდება „შტურმის“ მთავარი მწვრთნელი და შესაბამისად, ვისთან მოუწევთ მუშაობა ოთარ კიტეიშვილს და გრაცელთა ახალწვეულ გიზო მამაგეიშვილს.

„შტურმი“ ზამთრის პაუზაზეა, ოფიციალური მატჩი ერთ თვეში აქვს, ამრიგად, ახალ მწვრთნელს თავისი იდეების გასატარებლად დრო ექნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09802