ფეხბურთი

0:52 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში მესამედ "ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი მოიგო

„ნაპოლის“ იტალიის სუპერთასის გამარჯვებულია. ანტონიო კონტეს გუნდმა ფინალში „ბოლონია“ დაამარცხა და წელი ტიტულით დაასრულა.

„აძურიმ“ მეტოქეს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა. ორივე გოლი დავიდ ნერეშმა გაიტანა და ბრაზილიელი მატჩის გმირი გამოდგა.

„ნაპოლიმ“ ისტორიაში მესამედ მოიგო იტალიის სუპერთასი (1990, 2014, 2025).

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „მილანი“ დაამარცხა, ხოლო „ბოლონიამ“, „ინტერს“ აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09745