ფეხბურთი

1:55 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტემ აფრიკის თასი მძიმე გამარჯვებით დაიწყო

აფრიკის თასზე პირველი ტურის სამი მატჩი გაიმართა. ეგვიპტემ ტურნირი მძიმე გამარჯვებით დაიწყო და ზიმბაბვეს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.

ზიმბაბვემ ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ომარ მარმუშმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოჰამედ სალაჰმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამავე ჯგუფში სამხრეთ აფრიკამ 2:1 სძლია ანგოლას ნაკრებს და ტურნირი მოგებით დაიწყო, მეორე ტურში ეგვიპტე სამხრეთ აფრიკას და ანგოლა ზიმბაბვეს.

დღესვე, ერთი მატჩი იყო A ჯგუფში, სადაც ზამბია და მალი დაზავდნენ. მეორე ტურში მალი მაროკოს შეხვდება, ხოლო ზამბია კომორის კუნძულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159124