კალათბურთი

10:17 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" განადგურდა, ბითაძემ მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო

NBA-ს მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 97:120 განადგურდა.

მიუხედავად ანგარიშისა, 'ორლანდომ" შეხვედრის პირველი მეოთხედი კარგად ჩაატარა და 30:26 მოიგო, მაგრამ შემდეგ კარი და მისი კამპანიამ თამაში გამოასწორა და ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა 31:14 მოიგეს.

გოგა ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 14:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულას, 5 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტეფ კარი გახდა, რომელმაც მატჩი 26 ქულით, 3 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.


შეგახსენებთ, რომ "ორლანდო მეჯიქი" 16 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 24 დეკემბერს "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097244