ფეხბურთი

11:43 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "წელს განსაკუთრებული შობა გვექნება"

„ნაპოლის“ იტალიის სუპერთასის გამარჯვებულია. ანტონიო კონტეს გუნდმა ფინალში „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა და წელი ტიტულით დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"მინდა ჩემს მოთამაშეებს მივულოცო უნაკლოდ ჩატარებული ეს ტურნირი, მათ როგორც "მილანის", ისე "ბოლონიას" წინააღმდეგ კარგი მატჩები ჰქონდათ და შედეგიც სახეზეა. ბიჭებს ძალიან სურდათ ამ ტურნირის მოგება და გულშემატკივრის გახარება, ჩვენ წელს განსაკუთრებული შობა გვექნება.

მინდა მივულოცო ბოლონიას, რადგან ისინი ახლა იტალიური ფეხბურთის ნამდვილი გმირები არიან. მათ მოიგეს იტალიის თასი, ნახევარფინალში დაამარცხეს "ინტერი" და დღეს საღამოს ძალიან დიდი კონკურენცია გაგვიწიეს. ვინჩენცო იტალიანო, ფეხბურთელები და კლუბი იმსახურებენ ქებას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ.

ჩვენ ძალიან კარგი სერია გვქონდა, გასულ სეზონში სკუდეტო მოვიგეთ, ნახევარფინალში ისეთი გუნდი დავამარცხეთ როგორიცაა "მილანი", თუმცა ისტორიას მხოლოდ გამარჯვებულები ახსოვს და მიხარია, რომ ეს შევძელით. ფეხბურთში ერთადერთი რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ესაა გამარჯვება, რადგან როგორც მწვრთნელის, ისე ფეხბურთელის კარიერის დროს ბევრი ფინალი წამიგია და ვიცი, რომ წაგებული ფინალისტი არც თუ ბევრ ადამიანს ახსოვს. სწორედ ეს მწარე გამოცდილება გაძლევს მოტივაციას, რომ გაიზარდო და ის შეცდომები აღარ გაიმეორო", - განაცხადა კონტემ.

„ნაპოლიმ“ ისტორიაში მესამედ მოიგო იტალიის სუპერთასი (1990, 2014, 2025).

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „მილანი“ დაამარცხა, ხოლო „ბოლონიამ“, „ინტერს“ აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09663