თამაშგარე

12:38 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩის და შვაიშტაიგერის საგა სრულდება

ქალთა შორის ყოფილი პირველი ჩოგანი ანა ივანოვიჩი ამჟამად ესპანეთში, კუნძულ პალმა დე მალიორკაზე თავისი სამი შვილთან ერთად ცხოვრობს და მისი ცხოვრების დიდი ნაწილი სასამართლოებს ეთმობა, რადგან 2025 წლის ზაფხულში ბასტიან შვაინშტაიგერთან ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოფიციალურად დაიწყო დაშორების სამართლებრივი პროცედურა.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ანამ მისი ძველი ფოტოები გამოფინა, როდესაც ჩოგბურთელობასთან ერთად ფოტო-მოდელობასაც ახერხებდა. ამის პარალელურად კი ბასტიანმა საზოგადოებას მისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ასევე ძველი ფოტოები წარუდგინა, სადაც ჩანს, მშვიდ და სიხარულით სავსე დღეებს როგორ ატარებდა ოჯახთან ერთად.

ანა ივანოვიჩის ცხოვრება ამჟამად მთლიანად მიმართულია შვილების აღზრდაზე, თუმცა როგორც ჩანს წარსული მაინც ახსენებს ხოლმე თავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097514