ფეხბურთი

12:52 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მინამინომ მძიმე ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

"მონაკოსა" და იაპონიის ნაკრების შემტევმა ტაკუმი მინამინომ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

30 წლის ფეხბურთელმა დაზიანება საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში "ოსერის" წინააღმდეგ მიიღო და მოედნის დატოვება 36-ე წუთზე მოუწია. როგორც შემდეგ სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა მინამინოს მარცხენა მუხლის იოგები აქვს გაწყვეტილი, რაც ფეხბურთში ერთ-ერთ უმძიმეს ტრავმად ითვლება. უკვე დადასტურებულია, რომ მინამინო იაპონიის ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მინამინო "მონაკოს" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.120508