"პარი სენ-ჟერმენისთვის" 2024-2025 წლების სეზონი ისტორიაში გამორჩეული იყო, პარიზულმა კლუბმა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ისტორიაში პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამასთან ერთად წელი ექვსი ტიტულით დაასრულა.
როგორც ცნობილი გამოცემა Diario AS-ი იტყობინება პსჟ-ს ხელმძღვანელობა ლუის ენრიკეს მიღწეული შედეგების გამო უპრეცედენტო შეთავაზებას ამზადებს, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ახალი კონტრაქტის მიხედვით პარიზული კლუბი ესპანელ სპეციალისტს სიცოცხლის ბოლომდე გაუფორმებს კონტრაქტს. ენრიკეს შესაძლებლობა ექნება გუნდი მხოლოდ მაშინ დატოვოს, როდესაც ეს მას მოუნდება.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე პსჟ-ს 2023 წლიდან უნდგას სათავეში და მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილი.






