ფეხბურთი

13:49 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რაფინია ალკანტარამ 32 წლის ასაკსი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.

რაფინია ბოლოს კატარის კლუბ "ალ-არაბის" ღირსებას იცავდა, რომელიც 2024 წელს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდად "ბარსელონაში" გატარებული წლები ითვლება, სადაც მან კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, 3 ლა ლიგის, 5 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ რაფინიას კარიერის განმავლობაში "ბარსელონას" გარდა, "ინტერში", "სელტაში", პსჟ-ში და "სოსიედადში" უთამაშია. მას ასევე 2 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16878