ფეხბურთი

15:55 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "დარწმუნებული ვარ ისაკი კლუბისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს"

მოგეხსენებათ, რომ ალექსანდერ ისაკმა "ტოტენჰემთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა და დიდი პერიოდით უქმობა მოუწევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა და შვედი ფეხბურთელი გაამხნევა.

"მინდა ისაკს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლო მონაკვეთში კლუბისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს პერიოდი მისთვის გამოწვევებით და სირთულეებით იყო დატვირთული. როდესაც ის ჩვენთან მოვიდა ძალიან მოტივირებული იყო და სურდა საკუთარი თვისებები ეჩვენებინა, თუმცა ხანდახან არის მომენტები როდესაც ეს უბრალოდ შეუძლებელია", - განაცხადა სლოტმა.

მიმდინარე სეზონში ალექსანდერ ისაკმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17009