ფეხბურთი

16:59 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრის და კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად - მბაპეს საოცარი სეზონი აქვს

მადრიდის "რეალის" შემტევი კილიან მბაპე გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ახლა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ფრანგ ფეხბურთელებს შორის მბაპე ანრისთან ერთად მეორე ადგილს იყოფს.

26 წლის თავდამსხმელმა ისტორიული მიღწევა, ესპანეთის ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში, „სევილიას“ წინააღმდეგ დააფიქსირა. კილიანი თავის გუნდს 2:0 გამარჯვებაში დაეხმარა. ამჟამად მის ანგარიშზე კარიერაში 411 გოლია.

ამჟამად, ფრანგ ბომბარდირებს შორის ლიდერი ქარიმ ბენზემა რჩება, რომელმაც 506 გოლი გაიტანა და თამაშს საუდის არაბეთში აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლმა მბაპეს საშუალება მისცა, კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით „რეალ მადრიდის“ კლუბის რეკორდი გაემეორებინა. ფრანგმა 2025 წელს 59 გოლი გაიტანა, კრისტიანუ რონალდუს მიერ 2013 წელს დამყარებული მაჩვენებელი გაიმეორა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159882