მშობლისთვის ძნელი ასატანია, როდესაც მათი პატარა გამუდმებით ახველებს და ნახველის ამოღებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ დროს ბევრი მათგანი ირჩევს კარგად ცნობილ მედიკამენტს აცც-ს, რომელიც პსპ-ს აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება. აქ ამ სახეობის წამლის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია.
თუმცა ბევრმა არ იცი, რომ ამ სიმრავლეს დოზების სხვადასხვაობა განაპირობებს, რომელთაგან უმრავლესობა ზრდასრული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მოზარდებისთვის მათი მიღება დამაზიანებელია.
ამიტომ ჩვენი უპირველესი რჩევაა, თუ თქვენ პატარას გაციების ან სხვადასხვა ინფექციის გამო, რაც ცივ სეზონებზე გაცილებით ხშირია, დაეწყება ხველა, აუცილებლად მიიყვანეთ პედიატრთან. ექიმი ანამნეზიდან გამომდინარე პირველ რიგში დასვამს დიაგნოზს და შემდეგ, შესაბამის მედიკამენტსაც შეგირჩევთ.
რა შემთხვევაში ინიშნება აცც
თუ მოზარდს დაუდგინდა - მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასთმა, ბრონქოლიტები, მუკოვისციდოზი, მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, შუა ყურის ანთება (ოტიტი), ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ექიმი აცც-ს დანიშნავს, რომელიც ხელს უწყობს სასუნთქი გზებში ნახველის, მათ შორის ჩირქოვანი ნახველის შემცირებას. ასევე წებოვნების და ლორწოს სიბლანტის შემცირებას და ამოხველების შემსუბუქებას.
რა სახის საბავშვო აცც-ს ნახავთ აფთიაქებში
სააფთიაქო ქსელში შეხვდებით სხვადასხვა დოზის აცეცეს - დაწყებული აცც 20 მგ.-დან აცც 600 მგ. -ით დასრულებული. თუმცა გახსოვდეთ, მაღალი დოზა მოზარდის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მას შემდეგ რაც გეცოდინებათ სამკურნალო დოზები, მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ მედიკამენტის ფორმაც, რომლის დალევა უფრო გაუადვილდება პატარა პაციენტს.
მაგალითად აცც შუშხუნა ტაბლეტი, აცც პედიატრიული ხსნარი თუ აცც საბავშვო სიროფი. მოკლედ, აცეცეს არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, მთავარია ზუსტად იცოდეთ რა დოზის მედიკამენტია საჭირო ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად.
აცც-ს დოზები ასაკის მიხედვით
რა თქმა უნდა, ნებისმიერი პრეპარატის მიღებისას, პირველ რიგში უნდა ენდოთ და ზუსტად დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები. თუმცა ანოტაციიდან გამომდინარე, აცც 100 მგ. შუშხუნა 20 ტაბლეტის მაგალითზე შემოგთავაზებთ ზოგად ინფორმაციას, რომელ ასაკში რა დოზის აცც-ა რეკომენდებული.
გახსოვდეთ, აცც-ს მიღება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაუშვებელია. ამ ასაკის ზემოთ კი თერაპიის კურსი ასეთია:
2-5 წლის მცირეწლოვნებს 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაალევინოთ 1 შუშხუნა ტაბლეტი 2-3-ჯერ.
6-14 წლის ბავშვებს 1 აცც შუშხუნა ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ან 2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ.
ხოლო 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს, ზრდასრული ადამიანების მსგავსად, შეუძლიათ მიიღონ დღეში 2-3-ჯერ 2 შუშხუნა ტაბლეტი, ანუ აცეტილცისტეინის 400-600 მგ.
მაგრამ არის დაავადება, რომელიც უფრო ძლიერი დოზით მკურნალობას საჭიროებს, კერძოდ მუკოვისციდოზი. თუ პატარას ექიმმა ეს დიაგნოზი დაუსვა, მაშინ პირველ რიგში გაითვალისწინეთ პაციენტის სხეულის მასა.
თუ ბავშვის წონა აღემატება 30 კგ-ს, მას თერაპიისთვის დღეში 4 შუშხუნა ტაბლეტი, ანუ აცეტილცისტეინის 800 მგ. უნდა დაალევინოთ.
2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის მიზანშეწონილია 1 შუშხუნა ტაბლეტის მიღება დღეში 4-ჯერ.
6 წელს გადაცილებული მოზარდისთვის კი რეკომენდებულია 24 საათის განმავლობაში 3-ჯერ 2 შუშხუნა ტაბლეტი.
როგორ უნდა დაალევინოთ პატარა პაციენტს აცც
აცც პედიატრიული ხსნარის ან აცც საბავშვო სიროფის შემთხვევაში მედიკამენტის მიღება გაცილებით მარტივია, რადგან ადგილზე დამზადებას არ საჭიროებს.
თუმცა აცც-ს შუშხუნა ტაბლეტების მოსამზადებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაცია:
აცც-ს ტაბლეტი უნდა გახსნათ ოთახის ტემპერატურის, ნახევარ ჭიქა წყალში და მოზარდს აუცილებლად დაალევინოთ ჭამის შემდეგ, რომ თავიდან აირიდოთ კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.
მედიკამენტის მოხმარება შეიძლება მაქსიმუმ 5-7 დღის განმავლობაში. მაგრამ თუ უფრო რთულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი ან მუკოვისციდოზი, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტის მიღების დროის გახანგრძლივება. ამას ექიმი განსაზღვრავს და თავად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას.
გაითვალისწინეთ, პრეპარატი უნდა დაამზადოთ მხოლოდ მინის ჭურჭელში და გამორიცხეთ კონტაქტი ლითონთან, რეზინთან და ადვილად ჟანგვად ნივთიერებებთან.
ის, რაც აცც-თი მკურნალობის დროს მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს
გაითვალისწინეთ აცც-ს უკუჩვენება: არ დაალევინოთ მედიკამენტი ბავშვს, თუ ის ალერგიულია და აცეტილცისტეინის ან აცც-ს დამხმარე ნივთიერების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა გააჩნია.
თუ აქვს ბრონქიალური ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ღვიძლის ან თირკმლების უკმარობა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან ხველას თან ახლავს სისხლდენა.
ფრთხილად იყავით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებთან, რადგან აცც-ს ტაბლეტი შეიცავს საქაროზას - 1 შუშხუნა ტაბლეტი 0.006 პურის ერთეულს შეესაბამება.
დაიმახსოვრეთ გვერდითი ეფექტები და გამწვავების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ესენია:
- თავისტკივილი;
- პირისლორწოვანიგარსისანთება (სტომატიტი);
- ხმაურიყურში;
- ფაღარათი;
- ღებინება;
- გულძმარვადაგულისრევა;
- იშვიათადფიქსირდებაალერგიულირეაქცია, როგორიცაასასუნთქიგზებისსპაზმი;
- გამონაყარიკანზე;
- ქავილიდაჭინჭრისგამონაყარი.
არ გადააჭარბოთ დოზას, ამით თქვენ პატარას ჯანმრთელობის დამატებით პრობლემას შეუქმნით. გახსოვდეთ გვერდითი ეფექტები.
თუ აცც-თან ერთად მოზარდს აძლევთ სხვა მედიკამენტს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან ზოგიერთ წამალთან აცც-ს ურთიერთქმედება იწვევს სხვა პათოლოგიების განვითარებას.
®









