სხვა

18:57 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი MMAJunkie-ის წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ვებგვერდმა MMAJunkie-მ წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა.

"დიახ, მერააბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა წააგო, თუმცა რასაც მან ბოლო 12 თვის განმავლობაში მიაღწია და ის შთაბეჭდილება, რაც გულშემატკივრებზე მოახდინა დავუწყარია. შესაძლოა, მერაბმა საბოლოოდ დაამკვიდრა კიდეც თავი, როგორც ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა მსუბუქ წონით კატეგორიაში. წლის ჯილდოს სხვა კანდიდატებთან შედარებით გაცილებით გამორჩეულია", - წერს MMAJunkie.

MMAJunkie-ის რეპორტიორებმა შიდა კენჭისყრა ჩაატარეს სამი კანდიდატის შორის: მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი და პეტრ იანი. წილისყრის შედეგად დვალიშვილმა ექვსი ხმა მიიღო, მახაჩევმა - ხუთი, ხოლო იანმა - ერთი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171641