„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ რასმუს ჰოილუნისა და სკოტ მაკტომინეის პროგრესზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა კარგად იმუშავეს.
„ახლა ყველა ჰოილუნსა და მაკტომინეიზე საუბრობს... გახსოვდეთ, რომ ისინი „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ თამაშობდნენ. დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა... მე და ჩემმა შტაბმა რაღაც სწორად გავაკეთეთ. ამას უნდა ჰქონდეს მიზეზი“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეი და რასმუს ჰოილუნი „ნაპოლის“ ლიდერებად იქცნენ, მაშინ, როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ხშირად სათადარიგო სკამზე ყოფნა უწევდათ.






