მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ენდრიკი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ფრანგულ გუნდს იჯარით შეუერთდა.
ენდრიკი „ლიონს“ სეზონის ბოლომდე, იჯარით დაეხმარება. ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას, ხოლო ხელფასის 50%-ს ესპანური გრანდი დაფარავს. ამრიგად, ბრაზილიელი ზაფხულში „რეალს“ დაუბრუნდება.
ენდრიკმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ ღირსება ოთხ მატჩში დაიცვა და გოლი არ გაუტანა, ხოლო 2024 წლიდან „სამეფო კლუბის“ მაისურით 40 თამაშში 7 გოლი გაიტანა.






