„ბორნმუთის“ ლიდერის, ანტუან სემენიოს შესაძენად ინგლისური გრანდები იბრძვიან.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, სემენიოს „ჩელსი“ დაუკავშირდა და პირადი კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღეა, ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ აწარმოებენ. „ლივერპულიც“ კარგა ხანია დაინტერესებულია.
10 იანვრამდე, ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი 65 მილიონი გირვანქა სტერლინგია. სემენიო სავარაუდოდ, არჩევანს მალე გააკეთებს.
„ბორნმუთის“ მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: „სატრანსფერო ბაზრის არაპროგნოზირებადობა ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
ანტუან სემენიომ „ბორნმუთის“ რიგებში 2022 წლიდან 106 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მანამდე განელი შემტევი „ბრისტოლში“, „ნიუპორტში“, „სანდერლენდში“ თამაშობდა.






