„პიზას“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა კარლო ანჩელოტის შვილი, დავიდე ანჩელოტი დაინიშნოს.
იტალიური მედიის ცნობით, „პიზას“ ხელმძღვანელობა ალბერტო ჯილარდინოს გათავისუფლებას განიხილავს, რადგან კლუბს სერია A-ში წარუმატებელი სეზონი აქვს. ანჩელოტი თავისუფალია, ცოტა ხნის წინ „ბოტაფოგოდან“ დაითხოვეს.
უმცროსი ანჩელოტის პირველი დამოუკიდებელი სამწვრთნელო გამოცდილება სწორედ „ბოტაფოგო“ იყო, რომელსაც ზაფხულიდან ედგა სათავეში და გუნდი ბრაზილიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გაიყვანა.
„პიზა“ სერია A-ში 16 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-19 ადგილზე, გასავარდნ ზონაშია.






