ფეხბურთი

22:40 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

ქართველი ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ჰაიფას „ჰაპოელში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ალთუნაშვილმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმა.

სანდრო ბოლოს თბილისის „იბერიაში“ თამაშობდა, მანამდე ავსტრიული „ვოლფსბერგერის“, „დინამო ბათუმის“ და „იბერიას“ წევრი იყო, საქართველოს ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, ევრო 2024-ზეც ითამაშა.

ჰაიფას „ჰაპოელი“ ისრაელის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ 18 ქულით მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163433