ფეხბურთი

23:50 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტურინული მედია: "ტორინო" საზონოვისთვის ახალ გუნდს ეძებს

საბა საზონოვი სავარაუდოდ, იანვარში „ტორინოს“ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ტურინულმა კლუბმა ის სერია A-ს განაცხადში დააბრუნა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს ბოლო შანსია, რომ „ტორინომ“ საზონოვის ტრანსფერიდან გარკვეული ფინანსური სარგებელი ნახოს:

„საზონოვის მომავალი „ტორინოსგან“ შორსაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილადელფიას ბაზაზე მუდმივი ერთგულებით გამოირჩევა, საბა საზონოვი იანვარში გაიყიდება. მცველმა მარკო ბარონი ვერ დაარწმუნა და კლუბის ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს მისთვის ახალი გუნდის მოსაძებნად. ეს ბოლო შანსია, რადგან მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება. თუ იანვარში არ წავა, რისკია, რომ „ტორინომ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგოს“ - წერს Mondo Toro.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასული სეზონი „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, სადაც საერთოდ არ უთამაშია, რადგან მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საზონოვი „ხეტაფეში“ გადადიოდა, მაგრამ გარიგება ბოლოს ჩაიშალა, რის გამოც „ტორინოში“ დარჩენა მოუწია, სადაც ის სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165039