„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის მაისური გაყიდვების რაოდენობით სამეულშია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი სეზონის სტარტზე დატოვა.
მიქაუტაძეზე უფრო მეტად „ლიონმა“ მხოლოდ კორენტინ ტოლისოს და მალიკ ფოფანას მაისურები გაყიდა. ხუთეულში ასევე არიან ტაილერ მორტონი და ნიკოლას ტალიაფიკო.
„ლიონის“ მერჩენდაიზინგის ხელმძღვანელი ფრანკ ფერნიე ამბობს, რომ სამეულში მიქაუტაძის ყოფნა ზაფხულის შედეგებითაა განპირობებული:
„მიქაუტაძე აგვისტოში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო პერიოდში წავიდა. ჩვენი სეზონი პირველ ივლისს იწყება. შესაბამისად, ივლისსა და აგვისტოში გიორგის ბევრი მაისური გავყიდეთ. ის კვლავ სამეულშია, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე მისი მაისური ძალიან ცოტა გავყიდეთ. სეზონის განმავლობაში ეს ყველაფერი გათანაბრდება და რეიტინგიდან ამოვარდება“, - ფერნიემ.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში მიქაუტაძის მაისური გაყიდვებით მეორე ადგილზე იყო ალეკსანდერ ლაკაზეტის შემდეგ.
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონი“ აგვისტოს ბოლოს დატოვა, როდესაც 30 მილიონ ევროდ „ვილიარეალში“ გადავიდა.






