აფრიკის თასზე პირველი ტურის მატჩები C და D ჯგუფებში გაიმართა და დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა.
C ჯგუფში ნიგერიის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა ტანზანიის ნაკრებს, გადამწყვეტი გოლი „ატალანტას“ ნახევარმცველმა ადემოლა ლუკმენმა გაიტანა, უფრო ადვილად იმარჯვა ტუნისმა, რომელმაც უგანდას 3:1 სძლია. მეორე ტურში ნიგერია ტუნისს და უგანდა ტანზანიას შეხვდება.
D ჯგუფში სენეგალის ნაკრებმა გაისეირნა - 3:0 სძლია ბოსტვანას ნაკრებს, რაც მოსალოდნელი შედეგი იყო, ხოლო კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბენინის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მეორე ტურში სენეგალი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ხოლო ბენინი ბოსტვანას დაუპირისპირდება.









