სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:10 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტუან სემენიომ ინგლისურ გრანდებში არჩევანი გააკეთა

„ბორნმუთის“ ფეხბურთელმა ანტუან სემენიომ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ტყობინება.

განელს „მანჩესტერი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მან „სიტი“ აირჩია, რომელმაც ბოლო 12 საათის განმავლობაში მოლაპარაკებები დააჩქარა.

ფეხბურთელის გარემოცვამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე აცნობა გადაწყვეტილების შესახებ. ასე რომ, იანვარში სემენიო უდიდესი ალბათობით, პეპ გვარდიოლას გუნდს შეუერთდება. „სიტი“ უახლოეს დღეებში ტრანსფერისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს გადადგამს. მისი გამოსასყიდი ფასი ამჟამად 65 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

ანტუან სემენიომ „ბორნმუთის“ რიგებში 2022 წლიდან 106 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მანამდე განელი შემტევი „ბრისტოლში“, „ნიუპორტში“, „სანდერლენდში“ თამაშობდა.

0.096483