ინგლისის ლიგის თასის ბოლო ნახევარფინალისტი ლონდონის „არსენალია“, რომელმაც მეოთხედფინალში „კრისტალ პალასი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
„მეთოფეებს“ გაუჭირდათ მეტოქის ძლევა, მაგრამ პენალტებში მიზანს მიაღწიეს. მე-80 წუთზე „არსენალი“ მაქსენს ლაკრუას ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა მარკ გეჰის გოლით უპასუხეს და ანგარიში გათანაბრდა.
მატჩი 1:1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა. გუნდებმა 16 პენალტიდან 15 გაიტანეს, ბოლო და გადამწყვეტი პენალტი კი, „კრისტალ პალასის“ მცველმა ლაკრუამ ვერ გაიტანა, რომელიც მატჩის ანტიგმირი გამოდგა, რადგან ჯერ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ გადამწყვეტი პენალტი გააცუდა.
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში „არსენალის“ მეტოქე „ჩელსი“ იქნება, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა „მანჩესტერ სიტის“ და „ნიუკასლის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.






