კალათბურთი

10:16 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" "პორტლენდს" აჯობა, გოგა ბითაძემ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც "ორლანდო მეჯიქმა" გოგა ბითაძის გარეშე "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" სტუმრად 110:106 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, პირველი ორი მეოთხედი "ორლანდომ" გაცილებით კარგად ჩაატარა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი დესმონდ ბანე გახდა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მან მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით მოუწევს ქართველს უქმობა.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 17 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172984