სხვა

11:30 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ESPN-მა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა

ცნობილმა ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დაასახელა.

ქართველმა "მანქანამ" ხმების 40%-ი დაისაკუთრა და ილია თოფურიას, ისლამ მახაჩევს, ალექს პერეირას და ჟოშუა ვანს აჯობა.

მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა პიოტრ იანთან წააგო, ის ცნობილი ამერიკული გამოცემის MMAJunkie-ის ვერსითაც საუკეთესოდ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს 4 ბრძოლა ჩაატარა და ახლოს იყო გამხდარიყო UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი, ვინც ერთ წელში საჩემპიონო ქამარს ოთხჯერ დაიცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171693