მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ ფეხბურთელს ვინისიუს ჟუნიორს კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ლონდონის "ჩელისის", "მანჩესტერ სიტის" და "ლივერპულის" წარმომადგენელს აცნობა, რომ მისი კლიენტი ინგლისში გადასვლით არის დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, რომ ვინისუსი მადრიდის "რეალის" შეთავაზებებს ამ დრომდე ბლოკავს და თუ მხარეები ახალ პირობებზე ზაფხულამდე ვერ შეთანხმდებიან, "სამეფო კლუბი" მზადაა მას შეელიოს.
შეგახსენებთ, რომ "ვინისიუსი "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 150 მილიონია.






