ფეხბურთი

13:43 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი "მეცის" დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მეცის" ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კლუბის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის.

"მეცი" გულშემატკივრებში გამოკითხვას საკუთარ გვერდზე ატარებს. ჯილდოს მოსაპოვებლად კი გიორგი წიტაიშვილის გარდა 3 ნომინანტია: ჯონათან ფიშერი, გოტიე ჰენი და ჯესი დემინგე. ხმის მიცემა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.

გიორგი წიტაიშვილმა დეკემბრის თვეში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა. ქართველმა განსაკუთრებით კარგი შეხვედრა "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ჩაატარა და მაგარი გოლიც შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი "მეცს" ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 17 მატჩში 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094018