ფეხბურთი

14:21 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელიმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

35 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ნიკოლა სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბალოტელის ტრანსფერით "ალ-ეთიფაქია" დაინტერესებული და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით ბალოტელის მაღალ ანაზღაურებას და 2028 წლამდე კონტრაქტს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი ამჟამად უგუნდოდაა, ის ბოლოს "ჯენოაში" თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა. კარიერის განმავლობაში ბალოტელის "ინტერის", "მილანის", "სიტის", "ლივერპულის", "მარსელის", "ნიცას", ბრეშასა" და "მონცას" რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084866