ფეხბურთი

14:41 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტრაგედია მონტენეგროში: 34 წლის ასაკში გერმანელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

მონტენეგროში დღეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რომელსაც გერმანიის ასაკობრივი ნაკრებებისა და "შტუდგარტის" ყოფილი ფეხბურთელის სებასტიან ჰერტნერის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჰენტერი მონტენეგროში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტზე ისვენებდა, ის და თავისი მეუღლე საბაგიროზე ისხდნენ, რა დროსაც სკამი მოწყდა და დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლიდან ძირს ჩამოვარდნენ. სამწუხაროდ ჰერტნერი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე მძიმე მოტეხილობით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ცნობისთვის, სებასტიან ჰერტნერს გერმანიის 18-წლამდე ნაკრებში 14 მატჩი, ხოლო 19-წლამდელში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093419