ფეხბურთი

16:18 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

FourFourTwo-მ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შეიყვანა

ცნობილმა გამოცემამ FourFourTwo-მ მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა, ხოლო საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ათეულში მე-8 ადგილზე დაასახელა.

გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილს ლამინ იამალი იკავებს, მეორეზე ერლინგ ჰოლანდია, ხოლო მესამზე ჰარი კეინი.

საუკეთესო ათეულის რეიტინგი შემდეგნაირია:

1 - ლამინ იამალი.
2 - ერლინგ ჰოლანდი.
3 - ჰარი კეინი.
4 - უსმან დემბელე.
5 - კილიან მბაპე.
6 - რაფინია.
7 - პედრი.
8 - ხვიჩა კვარაცხელია.
9 - ნუნუ მენდეში.
10 - ბუკაიო საკა.

შეგახსენებთ, რომ საუკეთესოთა რეიტინგი ცნობილმა გამოცემა Guardian-მაც გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მე-14 ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169706