„უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე „ლესტერ სიტისთან“ მატჩის წინ კლუბის ვებგვერდს ესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს და თამაშიდან თამაშამდე ყველაფერი უმჯობესდება.
„თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმების გამო დიდი ხნის არყოფნის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის რთულია, ფეხები უფრო დამძიმებულია, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ყველაფერი უმჯობესდება.
ყოველთვის ვცდილობთ სამი ქულის მოპოვებას და ჩვენი თამაშის თამაშს, ამიტომ, სამივე მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რამდენად ძლიერი „ლესტერი“ და ისინი სახლში თამაშობენ, მაგრამ ვეცდებით, სამი ქულისთვის ჩვენი თამაში ვითამაშოთ.
მოკლე პერიოდში სამი მატჩის თამაში ყოველთვის რთულია, დიდი ენერგია გჭირდება, ამიტომ, ყველა ფეხბურთელი საჭიროა, არა მხოლოდ ძირითადი შემადგენლობა. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - თქვა ჩაკვეტაძემ.
„უოტფორდი“ 26 დეკემბერს, „ლესტერს“ ესტუმრება, 29 დეკემბერს „ნორვიჩს“, ხოლო პირველ იანვარს „ბირმინგემს“ უმასპინძლებს და 4 იანვარს, „ჰალს“ ეწვევა.
გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. „უოტფორდი“ 22 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-10 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 3 ქულით ჩამორჩება.






