ფეხბურთი

17:11 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიკი ვან დე ვენი: "ისაკმა ჩემი შეტყობინება ძალიან დააფასა და პასუხიც მალე დამიბრუნა"

"ტოტენჰემის" ნიდერლანდელმა მცველმა მიკი ვან დერ ვენმა ალექსანდერ იასკის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით მომხდარის შემდეგ მან ისაკს შეტყობინება გაუგზავნა, რომელზეც შვედმა ფეხბურთელმა მალევე უპასუხა.

"ძალიან ცუდი რამ მოხდა, ცხადია მე მისი განზრახ დამტვრევა არ მიფიქრია, უბრალოდ ბურთის დაბლოკვას ვცდილობდი რა დროსაც მისი ფეხი ცუდად მოყვა. მე მას შეტყობინება მივწერე, რომელიც ძალიან დააფასა და პასუხიც მალევე დამიბრუნა. მინდა ისაკს ყოველივე საუკეთესო ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება", - განაცხადა ვან დერ ვენმა.

ალექსანდერ ისაკმა დაზიანება პრემიერლიგის მე-17 ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მიიღო. როგორც შემდეგ გაირკვა შვედს წვივის ძვალის მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოახერხებს ისაკი მოედანზე დაბრუნებას.

მიმდინარე სეზონში ალექსანდერ ისაკმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099363