„მილანი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს და ერთ-ერთი სამიზნე „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ფედერიკო გატია.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, გატის აგენტებს „მილანის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ტრანსფერის განსახილველად. მასიმილიანო ალეგრი გატის „იუვენტუსიდან“ ძალიან კარგად იცნობს და პირველად სწორედ ის ენდო ძირითად შემადგენლობაში.
გატი ამ ეტაპზე ტრავმირებულია და შესაძლოა, ლუჩანო სპალეტის გეგმებში არც შედიოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე „იუვენტუსი“ არ გეგმავს იტალიელის გაყიდვას, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა.
ფედერიკო გატი „იუვენტუსში“ 2022 წლიდან თამაშობს და 123 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.






