ფეხბურთი

22:32 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" მცველი არაბულ კლუბს სურს

რომის „ლაციოს“ მარცხენა მცველის, ნუნუ ტავარეშის შეძენა „ალ-იტიჰადს“ სურს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მაურიციო სარის ნდობა დაკარგა და ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო იშვიათად ხვდება.

თუმცა, მოახერხებენ თუ არა, კლუბები ფინანსურად შეთანხმებას, ჯერ უცნობია, რადგან გაყიდვიდან თანხის 30% ლონდონის „არსენალს“ უნდა ერგოს, სადაც პორტუგალიელი მანამდე თამაშობდა.

ნუნუ ტავარეშმა 2024 წლიდან „ლაციოში“ 40 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. მანამდე ის „ბენფიკაში“, „არსენალში“, „მარსელსა“ და „ნოტინგემში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.135077