ფეხბურთი

2:02 | 25.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე პირველი ტური სენსაციების გარეშე დასრულდა

აფრიკის თასის გათამაშება გრძელდება, სადაც პირველი ტური დასრულდა. მატჩები ამჯერად E და F ჯგუფში გაიმართა.

ალჟირის ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და სუდანი 3:0 დაამარცხა, დუბლით გამოირჩა რიად მაჰრეზი. ბურკინა ფასო 10-კაციან ეკვატორულ გვინეასთან კომპენსირებულ დრომდე აგებდა, მაგრამ ბოლოს ორჯერ გაიტანა და 2:1 გაიმარჯვა. მეორე ტურში ალჟირი ბურკინა ფასოს შეხვდება, ხოლო ეკვატორული გვინეა სუდანს გაეჯიბრება.

F ჯგუფში ფავორიტებმა კამერუნის და კოტ დივუარის ნაკრებებმა მოიგეს. კამერუნმა 1:0 სძლია გაბონს, ხოლო კოტ დივუარმა ამავე ანგარიშით მოზამბიკს სძლია. მეორე ტურში კამერუნი კოტ დივუარს და მოზამბიკი გაბონს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180993