საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სომხეთთან მატჩით დაასრულა.
შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გატანილი გოლის ავტორი გიორგი ჩიმაკაძეა.
ერევნის ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა 5:1 დაამარცხა. სომხეთში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილი იყო.
ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი








