პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე.
— კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ყოველთვის არის აჟიოტაჟი. რატომ არის ის, მიუხედავად იმისა, რომ მალე 41 წელი შეუსრულდება, მთავარი მოთამაშე პორტუგალიის ნაკრებისთვის?
— ყველაფერი დამოკიდებულებაზეა. ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ სამ ძირითად ასპექტს: ნიჭს, გამოცდილებას და იმ დამოკიდებულებას, რომელსაც მოთამაშე ეროვნულ გუნდში ავლენს. უკიდურესი მოთხოვნები, რომელსაც ის საკუთარ თავს უყენებს, მისი სურვილი, იყოს სასარგებლო და დაეხმაროს გუნდს - ეს არის ის, რაც საშუალებას აძლევს ეროვნული ნაკრების კაპიტანს მუდმივად დარჩეს აუცილებელ მოთამაშეთა სიაში, ციტირებს მარტინესისსიტყვებს Marca.
რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 226 მატჩი ჩაატარა და 143 გოლი გაიტანა.









