„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ლამინ იამალმა საკუთარ სახლში ყველაზე ძვირფასი ნივთი დაასახელა.
„ჩემს სახლში ყველაზე ძვირფასი ნივთი ის ბურთია, რომლითაც საფრანგეთს გოლი გავუტანე“, - ციტირებს Daily Mail იამალის სიტყვებს.
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი 2:1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის გოლები ლამინ იამალმა და დანი ოლმომ გაიტანეს. ესპანეთმა საბოლოოდ ევრო 2024 მოიგო, ტურნირის ფინალურ მატჩში ინგლისი 2:1 დაამარცხა.
იამალმა ესპანეთის ნაკრებში 23 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.









