ფეხბურთი

14:10 | 25.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასმა ჩაბი ალონსოს მთავარი გამოწვევა დაასახელა მადრიდის „რეალში“

იტალიური „კომოს“ თავკაცმა სესკ ფაბრეგასმა მადრიდის „რეალში“ დამრიგებლის ჩაბი ალონსოს მთავარი გამოწვევა დაასახელა.

„ყველა ფიქრობს, რომ იმსახურებს თამაშს, აუცილებლად მოედანზე უნდა იყოს. ყველა მიიჩნევს, რომ განსხვავება უნდა შეიტანოს თამაშში. ყველა თავის ეროვნულ გუნდებში თამაშობს... ამასთან გამკლავება, ალბათ, ყველაზე რთულია“, - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Marca.

მადრიდის „რეალი“ ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში 42 ქულით მეორე ადგილზეა. ისინი ლიდერ „ბარსელონას“ ექვსი ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული კლუბი მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095358