„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი 2026 წლის მთავარი სურვილი.
„უმთავრესია ზრდის გაგრძელება. ტრავმები ნორმალურია, როდესაც ყოველ ორ ან სამ დღეში თამაშობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ყველა მოთამაშე ჯანმრთელია, ეს საუკეთესო იქნება. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, თამაშიდან თამაშამდე ვიპოვოთ გადაწყვეტილებები.
ჩვენ ოთხ შეჯიბრში ვმონაწილეობთ და ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაში ვართ. მაგრამ იანვარსა და თებერვალში ბევრი თამაშია, ამიტომ ჩვენს მიზანს მარტისთვის დავისახავთ“, - თქვა მარესკამ „ჩელსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა. გუნდმა 17 მატჩში 29 ქულა დააგროვა.






