ფეხბურთი

17:16 | 25.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და პრემიერლიგის კლუბები კამერუნელ ფორვარდს აკვირდებიან

კამერუნის ნაკრებისა და „ლევანტეს“ თავდამსხმელი კარლ ეტა ეიონგი „ბარსელონას“ და პრემიერლიგის კლუბების ინტერესის სფეროშია.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს აფრიკის თასზე „ბარსა“ და რამდენიმე ინგლისური კლუბი აკვირდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ეტა ეიონგი გასულ ზაფხულს „ლევანტეს“ „ვილიარეალიდან“ შეუერთდა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან აფრიკის თასიც კარგად დაიწყო და პირველივე ტურში შეძლო თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093638