ფეხბურთი

19:12 | 25.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" შესაძლოა მცველი ბუნდესლიგიდან დაიმატოს

„ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს „იუნიონ ბერლინის“ ცენტრალური მცველის, დიოგო ლეიტეს, იანვარში დამატებას. პორტუგალიელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინრე სეზონში დიოგო ლეიტემ „იუნიონის“ რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170313