ფეხბურთი

21:21 | 25.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "გვარდიოლა ძალიან მეხმარება, ბედნიერი ვარ, რომ "სიტი" ავირჩიე"

„მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბში ბედნიერია და თავისი არჩევანით კმაყოფილია.

„მანჩესტერ სიტიში“ თავიდანვე მნიშვნელოვნად მაგრძნობინეს თავი. მინდოდა აქ მოსვლა და კმაყოფილი ვარ იმ არჩევანით, რაც გავაკეთე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და დირექტორს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ აქ ვყოფილიყავი. მართლა ასეა. ბევრმა მითხრა, რომ მანჩესტერი კარგი ადგილია საცხოვრებლად, ეს ფეხბურთელისთვის იდეალური ქალაქია და ჩემი ოჯახიც ბედნიერია. მე არ ვარ ისეთი, ვინც ხშირად გადის გარეთ, მირჩევნია სახლში დარჩენა, ამიტომ, თუ უფრო მეტს წვიმს, ეს არ აქვს მნიშვნელობა.

გვარდიოლა? წარმოუდგენელ პატივს ვცემ მწვრთნელს, ის ძალიან მეხმარება და განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მიხარია, რომ მასთან ვთამაშობ. ჰაალანდი? ის ფანტასტიკური, მშვიდი ბიჭია. უყვარს თავისი ოჯახი და ჩვენ ბუნებრივი კავშირი გვაქვს. ერთმანეთთან თამაშის დროსაც კი ვინარჩუნებდით კონტაქტს. ის ნამდვილი მეგობარია“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მანჩესტერ სიტის“ გასულ ზაფხულს პსჟ-დან შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ არჩევანი ლუკა შევალიეზე გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162612