სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:46 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "ლივერპულს" გეჰის ტრანსფერზე კონკურენციას გაუწევს

ლონდონის „კრისტალ პალასის“ მცველი მარკ გეჰი სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.

როგორც Mundo Deportivo წერს ინგლისელისთვის ბრძოლაში მიუნხენის „ბაიერნიც“ ჩაერთო, რომელიც მზადაა კონკურენცია „ლივერპულს“ გაუწიოს. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, საქმეში „ბარსელონაც“ ჩაერთოს.

გეჰი ზაფხულში ძალიან ახლოს იყო „ლივერპულში“ გადასვლასთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

მარკ გეჰი „ჩელსის“ აღზრდილია, „კრისტალ პალასში“ კი 2021 წლიდან თამაშობს და 183 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

0.092006